Thumbnail

Tekashi 6ix9ine: სნუპ დოგი ჩამშვებია, პოლიციასთან ითანამშრომლა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დანიელ ერნანდესმა, ფსევდონიმით Tekashi 6ix9ine, ინსტაგრამზე ლეგენდარულ რეპერ კელვინ ბროდუსს, იგივე Snoop Dogg-ს ჩამშვები უწოდა. თავდაპირველად მან სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს ჰკითხა, დაესახელებინა თუ არა ის მუსიკოსები, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლეს. კომენტარებში კი მან სწორედ სნუპ დოგზე მიუთითა.

"გაგაგებინოთ, რომელი რეპერები არიან ჩამშვებები? როდესაც კარიერას ვიწყებდი, ყველაფერი მითხრეს. სნუპ დოგ, გამარჯობა, მოდი, ვილაპარაკოთ", - წერს ტეკაში ინსტაგრამის სთორიში.

ტეკაში სნუპს გამოძიებასთან თანამშრომლობაში, სავარაუდოდ, ჰიპ ჰოპ არტისტ თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ადანაშაულებს. გასულ წელს ინტერნეტში გავრცელდა ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში 1998 წელს შედგენილი დაკითხვის ოქმი, რომელშიც სნუპმა 2Pac-ის მკვლელობაში ლეიბლ Death Row Records-ის ერთ-ერთ დამაარსებელ Suge Knight-ს დასდო ბრალი. მოგვიანებით ეს ინფორმაცია კელვინ ბროდუსმა კატეგორიულად უარყო. ამ დოკუმენტის ავთენტურობა კი არ დადასტურებულა.

ამის გარდა, ტეკაშიმ სნუპ დოგი ცოლის ღალატში დაადანაშაულა. მან ვიდეო გაავრცელა, რომელშიც სნუპის მსგავსი მამაკაცი უცნობ ქალს შეხვედრაზე უთანხმდება.

"2 წლის განმავლობაში, მანამ ციხეში ვიჯექი, ხალხმა ჩემი კარიერის დასრულების მცდელობა დაიწყო, თუმცა, მაინც არაფერმა იმუშავა. ახლა ისინი ამბობენ, რომ მე სულ მარტო უნდა ვიყო და ყურადღება არ მომაქციონ. ასეთ სამყაროში გვიწევს ცხოვრება. მიდი ახლა და შენს ცოლს ბოდიშები უხადე", - წერს ტეკაში.

ამის საპასუხოდ, სნუპ დოგმა ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და სიქსნაინი გააფრთხილა, მისგან თავი შორს დაიჭიროს.

"ბოლოს ჩემზე რაღაც რომ წამოაყრანტალე, დრო არ მქონდა და ვერ გიპასუხე. ახლა კი მცალია. შენთვისვე სჯობია, შემეშვა და ჩემგან თავი შორს დაიჭირო. ფერადთმიანო ბო*ო, თავი დამანებე", - მიმართა სნუპმა ახალგაზრდა რეპერს.

ტეკაშიმ კი კომენტარების ველში დაუწერა, რომ ხალხისთვის აეხსნა, რას ნიშნავდა გავრცელებული ოქმი, რომელშიც თუფაქის მკვლელობის საქმეზე შუგ ნაითს ადებს ხელს.

ტეკაშის სკანდალური სასამართლო პროცესების პერიოდში სნუპი მის შესახებ საკმაოდ ხშირად საუბრობდა. მან რეპერს არაერთხელ უწოდა "ჩამშვები ვირთხა" და სახალისო ემოჯებიც მიუძღვნა. სიქსნაინის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კი განაცხადა, რომ ხალხმა მას ყურადღება აღარ უნდა მიაქციოს.

Snoop Dogg: ტეკაშიმ არეტა ფრანკლინივით მოაღო პირი

ნახეთ: Snoop Dogg-მა Tekashi 6ix9ine-ს მიმი მიუძღვნა

ნახეთ: Snoop Dogg-მა 6ix9ine-ს ინსტაგრამზე ემოჯები მიუძღვნა

ტეკაში სიქსნაინი ბოლოს 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა. სასამართლომ რეპერს საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მან კორონავირუსის საფრთხის გამო საპატიმრო 3 აპრილს დატოვა და სასჯელის დარჩენილ ვადას სახლში იხდის.

კომენტარები

ბოლოს დამატებული