Thumbnail

ნახეთ: ბიბერების რეალითი შოუს ახალ ეპიზოდში ჯასტინი ჰეილის მაკიაჟს უკეთებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

თვითიზოლაციის პერიოდში ფეისბუქზე დაწყებული რეალითი შოუს The Biebers on Watch ახალ ეპიზოდში კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ცოლს, ჰეილი ბოლდუინს მაკიაჟი გაუკეთა.

ნახეთ: არიანა გრანდე და ჯასტინ ბიბერი კლიპს Stuck With U ავრცელებენ

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმა თავიანთი ქორწინების სირთულეებზე ისაუბრეს

"წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ უნდა გავაკეთო, ან საიდან დავიწყო. მინდა, კარგად გამოიყურებოდე, სულაც არ ვცდილობ ჯამბაზს დაგამსგავსო", - მიმართა 26 წლის არტისტმა ცოლს. ხოლო კითხვას, რით უნდა დაეწყო მაკიაჟის კეთება, სწორად უპასუხა - "ალბათ, ჯერ ბაზა უნდა წაგისვა სახეზე".

მას შემდეგ, რაც გოგონამ შეამჩნია, რომ ჯასტინს თავდაჯერება აკლდა, მითითებების მიცემა დაიწყო, ხოლო როცა აღმოაჩინა, რომ მომღერალმა T-ზონის შესახებ იცოდა, გაკვირვება ვერ დამალა. საბოლოო შედეგით კმაყოფილმა ჰეილიმ ქმარს უთხრა:

"მართლა ძალიან კარგად გამოგივიდა. საერთოდ არ არის ცუდი ნამუშევარი. ჯასტინი ნებისმიერ ვიზაჟისტს გაუწევს კონკურენციას".

ჯასტინი და ჰეილი 2018 წლის ივლისში დაინიშნენ. ამავე წლის სექტემბერში მათ ხელი მოაწერეს, ერთი წლის თავზე კი საქორწილო წვეულება გამართეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული