Thumbnail

ნახეთ: მარკ ლანეგანმა და Cold Cave-მა Joy Division-ის სიმღერა Isolation შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, მარკ ლანეგანმა დარქვეივ ბენდთან, Cold Cave-თან ერთად ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Joy Division-ის კომპოზიციის Isolation ქავერ ვერსია შეასრულა.

მოუსმინეთ: Mark Lanegan Band - Night Flight to Kabul

მოუსმინეთ: Cold Cave – Promised Land

არტისტებმა ტრეკი ონლაინ კონცერტზე Moving Through the Silence იმღერეს, რომელიც Joy Division-ის ფრონტმენის, იენ კერტისის გარდაცვალების 40 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდა.

Isolation საკულტო ჯგუფის Joy Division უკანასკნელ ალბომში Closer შედის, რომელიც 1980 წელს, იან კერტისის თვითმკლველობიდან ორი თვის თავზე გავრცელდა.

მარკ ლანეგანმა მუსიკალური კარიერა 1985 წელს დაიწყო. პირველი სოლო ალბომი The Winding Sheet მან 1990 წელს გამოსცა. არტისტს ამ დრომდე 10 სტუდიური ჩანაწერი აქვს გავრცელებული. სოლო კარიერის პარალელურად, სხვადასხვა დროს, ლანეგანი ისეთ ჯგუფებში უკრავდა, როგორებიცაა: Screaming Trees და Queens of the Stone Age.

უესლი აისოლდმა კი პროექტი Cold Cave ლოს ანჯელესში 2007 წელს ჩამოაყალიბა. 2 წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ალბომი Love Comes Close გამოუშვა. კოლექტივის შემოქმედება დარქ ვეივსა და სინთპოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული