Thumbnail

პოპულარული ამერიკული ჯგუფის The National ფრონტმენმა, მეთ ბერნინგერმა ახალი კომპოზიცია Serpentine Prison და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის ამავე სახელწოდების მქონე სადებიუტო სოლო ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წლის 2 ოქტომბერს გამოიცემა. ჩანაწერის პროდიუსერი, მეთთან ერთად, გრემის მფლობელი მულტიინსტუმენტალისტი, ბუქერ თი ჯონსია.

ნახეთ: მეთ ბერნინგერმა თვითიზოლაციის დროს მოსასმენი ფლეილისტი შეადგინა

ნახეთ: The National-ის ფრონტმენმა Mercury Rev-ის კომპოზიცია Holes დააქავერა

მეთ ბერნინგერმა The National ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში 1999 წელს ჩამოაყალიბა. ბენდის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული