Thumbnail

ნახეთ: დეიმონ ალბარნმა Gorillaz-ის ვირტუალურ წევრ 2D-სთან ერთად Aeries შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანული პროექტის Gorillaz დამაარსებელი, დეიმონ ალბარნი ჯიმი კიმელის ღამის შოუში ჯგუფის ვირტუალურ წევრთან, სტიუარტ ჰაროლდ 2-D ფოთთან ერთად ჩაერთო და ბენდის კომპოზიცია Aries შეასრულა.

მოუსმინეთ: Gorillaz გარდაცვლილი ტონი ალენის პატივსაცემად სიმღერას ავრცელებს

ნახეთ: Gorillaz - Aries Ft. Peter Hook & Georgia

ნახეთ: დეიმონ ალბარნმა Boiler Room-ის პროექტის ფარგლებში კონცერტი გამართა

აღსანიშნავია, რომ სიმღერის სტუდიურ ვერსიაში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის New Order ბასისტი, პიტერ ჰუკი და მულტიინსტრუმენტალისტი, ჯორჯია ბარნსი, ფსევდონიმით Georgia მონაწილეობენ.

გრემის მფლობელი Gorillaz ჯგუფ Blur-ის ფრონტმენის, დეიმონ ალბარნისა და ბრიტანელი კომიქსების მხატვრისა და დიზაინერის, ჯეიმი ჰიულეტის მიერ 1998 წელს შექმნილი პროექტია. ვირტუალური ბენდის წევრები ანიმაციური პერსონაჟები არიან, რომელთა თავგადასავალიც ათობით მუსიკალურ ვიდეოშია ასახული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული