Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ნიკოლოზ ვერძეული, ფსევდონიმით Nick Green, მსმენელს ერთთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რეპერმა და პროდიუსერმა ახალი კომპოზიცია "მანახე შენი" ვიდეორგოლთან ერთად გაავრცელა. ჩანაწერის ინსტრუმენტალისა და მიქსინგის ავტორი თავად ნიკა გახლავთ.

მოუსმინეთ: Nick Green x Serhio - დავიფიცები

მოუსმინეთ: Nick Green - არ მძინავს

ნახეთ: Nick Green - მიეცი ხელი შენ თავს

ნიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში პროდიუსერის რანგში დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით მან მსმენელს, ინსტრუმენტალებთან ერთად, საკუთარი რეჩიტატივებიც შესთავაზა. 2019 წელს არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით "500" გაავრცელა. ნიკ გრინი ყველაზე ხშირად მის კოლეგასთან, რას გრინთან თანამშრომლობს. მათი პოპულარული ტრეკებია "ტორუკ მაკტო", "ლამპიონი", XXXII და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული