Thumbnail

ნახეთ: Sia ახალ კომპოზიციაზე Together გადაღებულ კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ავსტრალიელი მუსიკოსი, Sia მომავალი ალბომიდან Music პირველ სინგლს Together და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპში ცნობილ არტისტებთან, ქეით ჰადსონთან და ლესლი ოდომ ჯუნიორთან ერთად, 17 წლის მოცეკვავე, მედი ზიგლერი მონაწილეობს, რომელმაც პოპულარობა მომღერლის კლიპების მეშვეობით მოიპოვა. სიმღერის თანაავტორი და პროდიუსერი ინდი პოპ კოლექტივის Bleachers წევრი, ჯეკ ანტონოფია.

Sia: შარშან ორი 18 წლის ბიჭი ვიშვილე

მოუსმინეთ: Sia - Saved My Life

ნახეთ: Sia-მ სერიალ Tiger King-ის შთაგონებით შექმნილ სიმღერაზე კლიპი გადაიღო

კომპოზიცია და ვიდეო ასევე სიას რეჟისორობით გადაღებულ ფილმში Music იქნება გამოყენებული, რომლისთვისაც მან ჯამში 10 კომპოზიცია დაწერა. ნამუშევრის პრემიერა სექტემბერში შედგება.

"ფილმი სიასთვის ორ ყველაზე საინტერესო თემას უღრმავდება - როგორია, იპოვო შენი ხმა და რას ნიშნავს ოჯახის შექმნა", - ნათქვამია სურათის პრესრელიზში.

სიამ კარიერა ეისიდ ჯაზ ბენდ Crisp-ში მოღვაწეობით დაიწყო. ის ასევე ბრიტანული დუეტის, Zero 7-ის წევრი იყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება 2014 წელს გამოშვებულმა სინგლმა Chandelier მოუტანა, რომლის ვიდეოკლიპმაც იუთუბზე 2.2 მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ამერიკელ პროდიუსერ Diplo-სა და ინგლისელ არტისტ Labrinth-თან ერთად სუპერჯგუფში LSD ერთიანდება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული