Thumbnail

შერი: როგორ აღვნიშნე 74-ე დაბადების დღე სოციალური დისტანცირების პირობებში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, შერი 20 მაისს 74 წლის გახდა. მუსიკოსს ოჯახის წევრებმა და ახლო მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყეს და დაბადების დღე ღია სივრცეში, სოციალური დისტანცირების დაცვით გადაუხადეს. ამის შესახებ არტისტმა ტვიტერის გვერდზე დაწერა.

"დიდი სიურპრიზი მომიწყვეს. წვეულება! გარეთ ვიყავით, გვეკეთა ნიღბები და ხელთათმანები, ვიცავდით ერთმანეთს შორის დისტანციას. ძალიან გაგვიჭირდა. გარეთ ყოფნა ამაში დაგვეხმარა. ჯამში 10 ადამიანი შევიკრიბეთ. გვქონდა ტორტი. იმედია, ყველაფერი სწორად დავიცავით. ძალიან რთული იყო. მილიონი რამ, რასაც ამდენი წელი აკეთებდი, უეცრად ვეღარ აკეთებ", - აღნიშნა შერიმ.

შერილინ სარქისიანმა, სასცენო სახელით Cher, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. მომღერალი გრემის, ემის, ოქროს გლობუსის, ოსკარისა და კანის კინოფესტივალის ჯილდოების მფლობელია. 100 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Believe და Strong Enough მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული