Thumbnail

გრაფიტი არტისტს, რომელიც 50 Cent-ს ქუჩაში ხატავდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ავსტრალიელ მხატვარს ფსევდონიმით Lushsux, რომელიც მელბურნის ქუჩებში ლეგენდარული ნიუ იორკელი რეპერის, კურტის ჯექსონის, იგივე 50 Cent-ის გრაფიტებს სხვადასხვა ცნობილი ადამიანის გარეგნობისთვის დამახასიათებელი შტრიხებით ხატავდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის შედეგად, ხელოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან ინსტაგრამზე თავად გამოაქვეყნა.

50 Cent-ის გაბრაზების მიუხედავად, უცნობი არტისტი ქუჩებში მის ხატვას აგრძელებს

"როგორც ვხვდები, უნდა, რომ მისი ხატვა განვაგრძო. ერთ-ერთ გრაფიტიზე მუშაობისას, 6-7 ჭკუასუსტი ადამიანი დამესხა თავს. შედეგად საავადმყოფოში აღმოვჩნდი. არ მიყვარს გართობის მიზნით შექმნილი ნამუშევრებით გამოწვეული ნეგატივის საჯაროდ განხილვა, თუმცა, ახლა უნდა დავწერო. ხატვისას გამუდმებით მიწევს უცნობების მოგერიება, რომლებიც ჩემთან მოდიან და უსიამოვნების წამოწყებას ცდილობენ. ძალიან დავიღალე უკვე, მაგრამ ეს ვერ შემაჩერებს, გავაგრძელო საქმიანობა, რომლითაც ადამიანების 99,8 პროცენტს ვახალისებ. იმიტომ, რომ ისინი სოციოპათები არ არიან", - დაწერა ანონიმმა მხატვარმა სოციალურ ქსელში.

ხელოვანზე თავდასხმის ამბავმა რეპერამდეც მიაღწია. ნიუ იორკელი ინციდენტს ინსტაგრამზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდართან შეხება არ აქვს. აღსანიშნავია, რომ 50 Cent მანამდე ავსტრალიელს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

"გრაფიტი არტისტი, რომელიც ჩემს სურათებს ხატავდა, სცემეს. მომხდართან არანაირი შეხება არ მაქვს", - განაცხადა კურტისმა.

Lushsux-მა 50 Cent-ის გრაფიტების შექმნა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. რეპერის მხრიდან გაბრაზებამ და მუქარამ კი მას უფრო მეტი ნამუშევრის შექმნის მოტივაცია მისცა.

ტეკაში სიქსნაინი

ფოსთ მელოუნი

ტეილორ სვიფტი

დონალდ ტრამპი

მაო ძედუნი

მაიკ პენსი

მაიკ ტაისონი

 

 

 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული