Thumbnail

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ფრენკ სინატრას ბრიტნი სპირსის Toxic ამღერეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ხელოვნური ინტელექტის განვითარების კომპანიამ OpenAI მიმდინარე წლის აპრილში ახალი ნეირონული ქსელი Jukebox წარადგინა, რომელსაც შეუძლია, დააგენერიროს კომპოზიციების მეშაპები და ახალი სიმღერები 9,000-ზე მეტი მუსიკოსის სტილში. გამოაქვეყნეს ტრეკებიც, რომლებიც სწორედ ამ ალგორითმის საშუალებით შეიქმნა.

ნახეთ: ხელოვნურმა ინტელექტმა ტრევის სკოტისთვის დამახასიათებელი კომპოზიცია შექმნა

Björk-მა ნაწარმოები შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იცვლება

"ჯუკბოქსის" გამოცდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის თემატიკაზე მომუშავე გამოცემის Futurism რედაქციამ გადაწყვიტა. მათ დასახმარებლად მუსიკოსებსა და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტებს, ზაკ ზუკოვსკისა და სიჯეი კარსს მიმართეს, რომლებიც ჯგუფში Dadabots წევრიანდებიან და ნეირონული ქსელების საშუალებით სხვადასხვა მუსიკალური ბენდის ნამუშევრების მსგავს ჩანაწერებს ქმნიან. მათ ახალი ალგორითმის გამოყენებით უნდა შეექმნათ კომპოზიცია, რომელშიც ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ფრენკ სინატრა მომღერალ ბრიტნი სპირსის ჰიტს Toxic თავის სტილში ასრულებს. ზუკოვსკიმ და კარსმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გენერირებული ტრეკი მალევე გამოცემის რედაქციას გაუგზავნეს და იუთუბის არხზეც გამოაქვეყნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული