Thumbnail

მოუსმინეთ: Yungblud-მა 24kGoldn-ის კომპოზიციის City Of Angels რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა არტისტმა Yungblud ახალგაზრდა სან-ფრანცისკოელი რეპერის 24kGoldn კომპოზიციის City Of Angels რემიქსი გაავრცელა. ტრეკის ალტერნატიულ ვერსიას იუთუბზე ნახატი ერთვის, რომელზეც ორივე მუსიკოსია გამოსახული.

ნახეთ: Yungblud კომპოზიციის Weird! კლიპს ავრცელებს

ნახეთ: Yungblud-მა 2019 წელს ლონდონში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

ჩანაწერის ორიგინალი ვერსია გოლდენ ლენდსი ვონ ჯონსმა, ფსევდონიმით 24kGoldn, თებერვალში გამოსცა. ტრეკმა იუთუბზე ამ დრომდე 11 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

დომინიკ რიჩარდ ჰარისონმა, ფსევდონიმით Yungblud, მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Psychotic Kids და Medication მოუტანა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული