Thumbnail

გრემის მფლობელმა მუსიკოსმა, ლუიზა როუზ ალენმა, სასცენო სახელით Foxes, ახალი კომპოზიცია Love Not Loving You და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ეს პირველი სინგლია, რომელიც არტისტმა ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოსცა.

ლუიზა როუზ ალენმა შემოქმედებითი კარიერა 2011 წელს დაიწყო. 2014 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Glorious გაავრცელა. ამავე წელს მუსიკოსმა პროდიუსერ ანტონ ზასლავსკისთან, იგივე Zedd-თან ჩაწერილი ტრეკით Clarity საუკეთესო საცეკვაო კომპოზიციის კატეგორიაში გრემის ჯილდოს მოპოვება შეძლო. 2016 წელს ალენმა მეორე სტუდიური ნამუშევარი All I Need გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული