Thumbnail

მოუსმინეთ: Carly Rae Jepsen-მა ახალი ალბომი Dedicated Side B გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა მომღერალმა, კარლი რეი ჯეფსენმა ახალი, რიგით მეხუთე ალბომი Dedicated Side B გამოუშვა. ჩანაწერში სულ 12 კომპოზიციაა წარმოდგენილი, მათ შორის კოლაბორაციული ნამუშევარი ამერიკულ პროექტთან Bleachers.

მოუსმინეთ: Carly Rae Jepsen - Let’s Be Friends

კარლიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. ტელეშოუში Canadian Idol მან მესამე ადგილი დაიკავა. 34 წლის არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერამ Call Me Maybe მოუტანა, რომელმაც 2012 წელს ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. კომპოზიციაზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე 1,2 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული