Thumbnail

პოპულარულმა თრეფ გაერთიანებამ Migos კომპოზიცია Need It გამოაქვეყნა. ატლანტელი მუსიკოსების ჩანაწერში ახალგაზრდა არტისტი YoungBoy Never Broke Again მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი Buddah Bless გახლავთ, რომელმაც ნამუშევარში ლეგენდარული რეპერის 50 Cent ცნობილი ნამუშევრის Get In My Car სემპლი გამოიყენა.

ნახეთ: Migos - Racks 2 Skinny

ნახეთ: Migos კლიპს Taco Tuesday ავრცელებს

ნახეთ: Migos - Give No Fxk Ft. Young Thug & Travis Scott

"მიგოსმა" შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. 2015 წლის სადებიუტო ალბომს Yung Rich Nation კომერციული წარმატება არ მოჰყოლია, თუმცა, ორი წლის შემდეგ გამოცემულმა ნამუშევარმა CULTURE პლატინის სტატუსი მოიპოვა და მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილიც დაიკავა. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია Bad And Boujee კი ბილბორდის სათავეში მოექცა და 2017 წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიპ ჰოპ სიმღერად იქცა. 2018 წლის დასაწყისში, CULTURE-ის ერთი წლის თავზე, კოლექტივმა გაყიდვაში ბოლო სტუდიური ნამუშევარი CULTURE II ჩაუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული