Thumbnail

მოუსმინეთ: ლედი გაგამ და არიანა გრანდემ სიმღერა Rain On Me გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ლედი გაგამ პოპვარსკვლავ არიანა გრანდესთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია Rain On Me გაავრცელა. სიმღერა გაგას მომავალ ალბომში Chromatica იქნება წარმოდგენილი, რომელიც 29 მაისს გამოიცემა.

ლედი გაგა: ახალი ალბომი ჩემმა ძალიან მტკივნეულმა დაშორებებმა დამაწერინა

გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული