Thumbnail

მოუსმინეთ: KOTA The Friend ახალ ალბომს EVERYTHING ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ფსევდონიმით KOTA The Friend, გაყიდვაში ახალი ალბომი EVERYTHING ჩაუშვა, რომელიც 12 კომპოზიციას აერთიანებს. რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში რეპერმა ითანამშრომლა კოლეგებთან: Joey Badass, Bas, Hello O'shay, Tobi Lou, KYLE, Braxton Cook, Lil Kota და სხვა.

მოუსმინეთ: KOTA The Friend x Joey Badass x Bas - BQE

ნახეთ: KOTA The Friend - VOLVO

მოუსმინეთ: KOTA The Friend - SHE

ქოუთამ მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. მანამდე, სკოლაში სწავლის პერიოდში, მან საყვირზე, გიტარასა და სინთეზატორზე ისწავლა დაკვრა და სასწავლებელში ბენდიც ჩამოაყალიბა. 2018 წელს შემსრულებელმა პირველი მიქსტეიპი Anything გამოაქვეყნა. ერთი წლის შემდეგ გაყიდვაში რეპერის სადებიუტო ალბომი FOTO ჩაეშვა, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები და მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. ბრუკლინელის შემოქმედება ჰიპ ჰოპის, ჯაზის, ნეო სოულისა და არენბის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული