Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Haim კომპოზიცია Don’t Wanna გაავრცელა. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში Women In Music Pt.III შევა, რომელიც 26 ივნისს გამოიცემა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა ახალი სიმღერა ჯეიმს კორდენის ღამის შოუში ცოცხლადაც შეასრულეს.

ნახეთ: Haim-მა კოლბერის შოუში კომპოზიცია I Know Alone შეასრულა

ნახეთ: Haim-მა ბრიტნი სპირსის I'm Not a Girl, Not Yet a Woman დააქავერა

Haim ამერიკელმა დებმა: ესტე, დანიელე და ალანა ჰაემებმა 2007 წელს შექმნეს. 2013 წელს არტისტებმა სადებიუტო ალბომი Days Are Gone გაავრცელეს. 2017 წელს კი მუსიკოსებმა მეორე სტუდიური ჩანაწერი Something to Tell You გამოსცეს. ბენდის შემოქმედება პოპ როკსა და სოფთ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული