Thumbnail

მოუსმინეთ: Gunna ახალ ალბომს WUNNA ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი Gunna მსმენელს ახალ ალბომს WUNNA სთავაზობს, რომელიც 18 კომპოზიციას აერთიანებს. განას რიგით მეორე სტუდიურ ჩანაწერში მონაწილე მუსიკოსებს შორის Lil Baby, Roddy Ricch, Travis Scott, Young Thug, Mike WiLL Made-It, Tay Keith და Wheezy გვხვდებიან.

ნახეთ: Gunna ვიდეორგოლს Wunna ავრცელებს

ნახეთ: Gunna - SKYBOX

მოუსმინეთ: Young Thug, Gunna და Turbo ტრეკს Quarantine Clean ავრცელებენ

განამ მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერის შემოქმედება სადებიუტო ალბომსა და 5 ოფიციალურ მიქსტეიპს აერთიანებს. 2018 მან მეგობარ მუსიკოსთან, ლილ ბეიბისთან ერთად კოლაბორაციული მიქსტეიპი Drip Harder გამოაქვეყნა, რომელმაც შემსრულებლებს ფართო საზოგადოების აღიარება მოუტანა. ერთი წლის შემდეგ კი გაყიდვაში ატლანტელის სადებიუტო ალბომი ჩაეშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული