Thumbnail

მოუსმინეთ: მარგო პრაისმა ლაივ ალბომი Perfectly Imperfect at The Ryman გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა ქანთრი შემსრულებელმა, მარგო პრაისმა ლაივ ალბომი Perfectly Imperfect at The Ryman გაავრცელა. ნამუშევარი 2018 წელს ქალაქ ნეშვილში გამართულ სამ კონცერტზე შესრულებული სიმღერების ჩანაწერებს აერთიანებს. ალბომის გაყიდვებიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას MusiCares გადაერიცხება.

ნახეთ: Margo Price - Twinkle Twinkle

აღსანიშნავია, რომ 8 მაისს მარგო პრაისი ახალი ალბომის That’s How Rumors Get Started გამოცემას გეგმავდა, თუმცა, არტისტმა კორონავირუსის პანდემიის გამო ნამუშევრის გავრცელება გადადო.

მარგო პრაისმა შემოქმედებითი კარიერა როკ ჯგუფში Buffalo Clover დაიწყო. კოლექტივთან ერთად 3 ალბომის გამოცემის შემდეგ, 2016 წელს, არტისტმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Midwest Farmer's Daughter გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული