Thumbnail

ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მსმენელს ქართული რეპის ერთ-ერთი პიონერი, დავით შამანაური, ფსევდონიმით მუზა დაუბრუნდა. ცნობილი ჯგუფის "ექსცესი" წევრმა ახალი კომპოზიცია "მწვანე მჩვევია" გამოაქვეყნა.

10 ქართული "კლასიკური" ჰიპ ჰოპ კომპოზიცია

მუზამ მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. მან სახელი ჰიპ ჰოპ ჯგუფში "ექსცესი" მოღვაწეობით გაითქვა, რომელიც ტყუპისცალ გიორგი შამანაურთან და გიორგი ხელაძესთან ერთად 1991 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივის სადებიუტო ტრეკი "შაბაშის ღამე" გახლავთ. ექსცენტრიკულობით გამორჩეული გაერთიანების წევრები ხშირად კონცერტებს ჯვრების ფონზე შავ ანაფორებში გამოწყობილები მართავდნენ. სწორედ მათი ასეთი ლაივებისა და კომპოზიციებში გამოყენებული ტექსტების გამო არტისტებს "სატანისტებად" მოიხსენიებდნენ. შედეგად "ექსცესის" შემოქმედება ზოგიერთ რადიოსა და ტელევიზიაში დაიბლოკა კიდეც.

2000 წლის ოქტომბერში ჯგუფის სადებიუტო ალბომი "7 დღე და 7 ღამე" გამოიცა. ერთი წლის შემდეგ კი გაერთიანებამ დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი "საფლავები" გამოაქვეყნა. ორივე ჩანაწერი ქართული ჰიპ ჰოპის სანიმუშო ალბომებია. 2002 წელს მუზამ მსმენელს სოლო მიქსტეიპი "ხაფანგი" შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული