Thumbnail

დრეიქი ბოდიშს იხდის ტრეკისთვის, რომელშიც კაილი ჯენერს ერთი ღამის ქალს უწოდებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დრეიქი საკუთარი ლეიბლის OVO Sound პროექტის Night Owl Sound ინსტაგრამის გვერდიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო და სხვადასხვა კომპოზიცია, მათ შორის აქამდე უცნობი ნამუშევრები გააჟღერა. ლაივის დროს მისი და რეპერ Future-ს გამოუქვეყნებელი ტრეკიც გაისმა. თაყვანისმცემლების ყურადღება კომპოზიციის ტექსტმა მიიქცია, რომელშიც მუსიკოსი მილიარდერ კაილი ჯენერს, მის დას, მოდელ კენდალსა და მათ მეგობარს, აგრეთვე ცნობილ მოდელ ჯიჯი ჰადიდს ახსენებს.

დრეიქმა 5 რჩეული რეპერი დაასახელა

"Yeah, I’m a hater to society
Real shit, Kylie Jenner that’s a side piece
Yeah, I got 20 motherfuckin’ Kylies,
Yeah, I got 20 damn Kendalls
Young slim baddies and they en vogue
Yeah, I got 20 fuckin’ Gigis".

"დიახ, არ მიყვარს ეს საზოგადოება
სიმართლეს გეტყვით, კაილი ჯენერი ერთი ღამის ქალია
ოცი მისნაირი მყავს, ამდენივე კენდალიც მყავს,
ახალგაზრდა, გამხდარი სხეულით "ვოგის" გარეკანზე.
ოცი ჯიჯიც მყავს", - რეპავს დრეიქი.

მას შემდეგ, რაც კომოზიციის ტექსტმა ინტერნეტში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, დრეიქმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით მოიბოდიშა.

"კომპოზიცია, რომელიც ლაივ ჩართვისას გაჟღერდა, წესით არ უნდა გახმაურებულიყო. ის პირველად სამი წლის წინ გავრცელდა და მაშინვე გავაქრეთ ინტერნეტიდან. ამჯერად დიჯეი ჩემი და Future-ს ტრეკების კატალოგში ზედმეტად ღრმად შეიჭრა. ყველაზე ნაკლებად ის მინდა, გავიღვიძო და ჩემი მეგობრები შეურაცხყოფილები დამხვდნენ. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა", - წერს რეპერი.

კომპოზიცია, სავარაუდოდ, 2014-15 წლებშია ჩაწერილი. სწორედ ამ პერიოდში მუშაობდნენ დრეიქი და Future ერთობლივ მიქსტეიპზე What a Time to Be Alive. კაილი ჯენერს გავრცელებულ ნაწყვეტთან დაკავშირებით კომენტარი საჯაროდ ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული