Thumbnail

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიმონდ ფრაისმა, სასცენო სახელით Conway The Machine, ახალი კომპოზიცია Front Lines გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის მომავალ ალბომში From King To A God შევა, რომელიც 2020 წელს გამოიცემა. ტრეკის ინსპირაცია პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გახდა.

მოუსმინეთ: Conway 9-ტრეკიან ჩანაწერს No One Mourns The Wicked ავრცელებს

ნახეთ: Conway The Machine კლიპს Calvin ავრცელებს

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს მან საკუთარ ძმასთან, ვესთსაიდ განთან ერთად ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში გაერთიანება Griselda Records ჩამოაყალიბა. 2012 წელს რეპერი თავისა და ყელის არეში დაჭრეს, რამაც მის მეტყველების უნარს კვალი დაატყო. თუმცა, შემთხვევა ქანვეიმ სათავისოდ გამოიყენა და დღეს ის ერთ-ერთი გამორჩეული ფლოუს ავტორია. 2017 წელს შემსრულებელი ლეგენდარული ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის წევრი Shady Records გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული