Thumbnail

მოუსმინეთ: Kordz ახალ კომპოზიციას Secondhand Happiness ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტმა, ალექსანდრე კორძაიამ, პროექტით Kordz, ახალი კომპოზიცია Secondhand Happiness გამოსცა. ტრეკის ორიგინალურ ვერსიასთან ერთად კორძი 4 რემიქსსაც ავრცელებს, რომლის ავტორებიც ქართველი მუსიკოსები: DRO, Cobert, Axline და ნიდერლადელი პროდიუსერი Dauwpunt არიან.

ალექსანდრე კორძაიამ სადებიუტო სინგლი We've Been და EP სახელწოდებით QYS 2016 წელს გამოსცა. მის შემოქმედებაზე გავლენა ცნობილმა ჯგუფებმა Daft Punk და Justice მოახდინეს. Kordz სხვადასხვა პროექტზე არაერთ ქართველ არტისტთან თანამშრომლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული