Thumbnail

ინფორმაციის გათქმის გამო, ქანიე ვესთი და კიმ კარდაშიანი მცველს ჩივილით ემუქრებიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი და მისი ცოლი, ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი ყოფილ მცველს, სტივ სტენილესს აფრთხილებენ, რომ სასამართლოს გზით სულ მცირე 10 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაციას მოსთხოვენ, თუ კიდევ ერთხელ ისაუბრებს საჯაროდ მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ონლაინ გამოცემა TMZ-ის ცნობით, წყვილმა სტენილესს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის სიცრუეში, ცილისწამებასა და კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა.

ქანიე ვესთის ყოფილი მცველი: მას სასაცილო და აბსურდული მოთხოვნები ჰქონდა

ქანიემ და კიმმა ამ ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც სტენილესმა, რომელიც ამჟამად მსახიობი და კინოპროდიუსერია, კომპანია Apple-ის პოდკასტში Hollywood Raw სტუმრობისას, ვესთთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეპერს მასთან სასაცილო და აბსურდული მოთხოვნები ჰქონდა. მან აგრეთვე ეჭვი გამოთქვა, რომ ვარსკვლავური წყვილი პაპარაცებს წინასწარ ატყობინებდა საკუთარ ადგილსამყოფელს.

TMZ-სთან კომენტარი გააკეთა სტენილესის ადვოკატმა, ზაკ ტეპერმენმა:

"ჩემს კლიენტს არანაირი შეთანხმება არ დაურღვევია. მან პოდკასტში მონაწილეობა თავისი ახალი ფილმის პრომოუშენის ფარგლებში მიიღო. ძველი ისტორიები, რომლებიც გაიხსენა, საიდუმლო არც მანამდე ყოფილა. ქანიეს და კიმის ადვოკატის მხრიდან სტივის დასაშინებლად მუქარის წერილის გამოგზავნას გამართლება არ აქვს. თუ ისინი უფრო შორს წავლენ, მათი ნებაა, მაგრამ მე ვთვლი, რომ უმჯობესია, დრო და ფული საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში დახარჯონ".

სტივ სტენილესი ქანიე ვესთს ღიად მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც 2016 წელს რეპერმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსმა პირადი მცველი Met Gala-ს ღონისძიების საღამოს, ნიუ იორკის სასტუმროს Waldorf Astoria საპრეზიდენტო ნომერთან იმ დროს გამოიჭირა, როდესაც მის ცოლს, კიმ კარდაშიანს ეფლირტავებოდა. პასუხად სტივმა განაცხადა, რომ ქალთან, უბრალოდ, სამუშაო გრაფიკს ათანხმებდა. მაშინ Daily Mail-თან ინტერვიუში მან რეპერი საკუთარი თავით უკიდურესად შეპყრობილ ადამიანად მოიხსენია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული