Thumbnail

ნახეთ: Sophie Villy-მ ონლაინ კონცერტი გამართა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართველმა მუსიკოსმა, Sophie Villy-მ სტუდია Lenø Records-ის ლაივ სესიების ფარგლებში ონლაინ კონცერტი გამართა. არტისტმა მსმენელებისთვის 1 საათის განმავლობაში დაუკრა.

ნახეთ: Sophie Villy-მ თვითიზოლირებული ადამიანებისთვის 12-წუთიანი ლაივი გამართა

Sophie Villy - Lenø Sessions - LiveStream

Sophie Villy - Lenø Sessions - LiveStream #დააზუმე #zoomin https://us02web.zoom.us/j/89653643500 დონაცია/donate GE56TB7854845166300001

Posted by Leno Sessions on შაბათი, 30 მაისი, 2020

სოფი ხუციშვილმა, იგივე Sophie Villy, მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. მისი სიმღერა Connected ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" 2014 წელს საუკეთესო ახალ კომპოზიციებს შორის დაასახელა. 2015 წელს მან ამერიკულ ფესტივალში SXSW მიიღო მონაწილეობა. არტისტს ამ დრომდე 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული