Thumbnail

ნახეთ: 10 წლის გოგონამ აშშ-ში აქციების მხარდასაჭერად Guerrilla Radio შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

10 წლის ბრიტანელმა გოგონამ, ნანდი ბუშელმა თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად და აშშ-ში გამართული აქციების მხარდასაჭერად ცნობილი ამერიკული ჯგუფის Rage Against the Machine კომპოზიცია Guerrilla Radio შეასრულა. პერფორმანსის ფარგლებში მან როგორც ელექტრო გიტარაზე, აგრეთვე, ბასსა და დრამზე დაუკრა.

"სოლიდარობა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. შავკანიანთა სიცოცხლე ღირებულია. კმარა!", - წერს გოგონა იუთუბის არხზე გავრცელებული ვიდეოს აღწერაში.

ვიდეოს ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა Rage Against the Machine-ის გიტარისტი, ტომ მორელო:

"კარგია. ჩვენ ახლა უკვე ნამდვილად სწორ გზას ვადგავართ".

Guerrilla Radio ჯგუფ Rage Against the Machine-ის რიგით მესამე ალბომში The Battle of Los Angeles არის წარმოდგენილი, რომელიც 1999 წელს გამოიცა. ამ კომპოზიციამ ბენდს საუკეთესო ჰარდ როკ პერფორმანსის კატეგორიაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა. ტრეკი არაერთი ცნობილი ვიდეოთამაშის საუნდტრეკიც გახლავთ.

ნანდი ბუშელმა სხვადასხვა დროს სახელი გაითქვა ისეთი ცნობილი არტისტების ქავერების შესრულებით, როგორებიც არიან: Led Zeppelin, Red Hot Chili Peppers, System Of A Down, Radiohead, Nirvana და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული