Thumbnail

რატომ გაუცრუა ჯორჯ ჰარისონს იმედი პოლ მაკკარტნის სადებიუტო სოლო ალბომმა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, პოლ მაკკარტნის სადებიუტო სოლო ალბომს სახელწოდებით McCartney ახლახან 50 წელი შეუსრულდა. ნამუშევარს სხვადასხვა გამოცემამ არაერთი სტატია მიუძღვნა. ჩანაწერთან დაკავშირებით გაიხსენეს ჯგუფ The Beatles-ის კიდევ ერთი წევრის, ჯორჯ ჰარისონის ინტერვიუ, რომელიც მან ნიუ იორკში, რადიოსადგურს WABC 1970 წელს მისცა. მაშინ ჰარისონი აცხადებდა, რომ მაკკარტნის ალბომით იმედგაცრუებული იყო.

პოლ მაკკარტნი: ამ სიმღერას ცრემლების გარეშე ვერ ვუსმენ

The Beatles-ის რომელი წევრი მღეროდა ყველაზე ხშირად ჯგუფის ალბომებში

პოლ მაკკარტნი: ჯორჯ ჰარისონის სიმღერები Abbey Road-ის ჩაწერამდე დიდად არ მომწონდა

"პოლ მაკკარტნის სადებიუტო სოლო ალბომს მოვუსმინე. ვფიქრობ, რომ That Would Be Something და Maybe I'm Amazed არაჩვეულებრივი კომპოზიციებია. აი, სხვა დანარჩენზე კი რა მოგახსენოთ. სუსტი ნამუშევრებია და იმედი გამიცრუვდა. ხვდები, რომ მოგისმენია, ამაზე უკეთ დაკრული დრამი და გიტარა. იცი, რას ნიშნავს უკეთესი არანჟირება. ალბათ, ამჯერად მხოლოდ ამის გაკეთება შეძლო, ინსტრუმენტები გამოსცადა", - ამბობდა ჯორჯ ჰარისონი.

პოლ მაკკარტნიმ სადებიუტო სოლო ალბომი 1970 წლის 17 აპრილს გამოუშვა, ერთი კვირით ადრე კი განაცხადა, რომ "ბითლზთან" ერთად მუშაობას აღარ აპირებდა.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის უკანასკნელი Egypt Station მაკკარტნიმ 2018 წლის 7 სექტემბერს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული