Thumbnail

ნახეთ: Weezer-მა ჯიმი ფელონის შოუში კომპოზიცია Hero შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკულის ჯგუფის Weezer წევრებმა ჯიმი ფელონის ღამის შოუში ჩართვისას კომპოზიცია Hero შეასრულეს. ტრეკი მათ მომავალ ალბომში Van Weezer იქნება წარმოდგენილი, რომელიც 15 მაისს უნდა გამოსულიყო, მაგრამ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მისი გამოცემა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ნახეთ: Weezer-ის ფრონტმენმა Nirvana-ს ჰიტი Heart-Shaped Box შეასრულა

ნახეთ: Weezer - Hero

ალტერნატიული როკ ჯგუფი Weezer ლოს ანჯელესში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 1994 წელს გამოცემულმა სადებიუტო ნამუშევარმა, რომელიც Тhe Blue Album-ის სახელითაა ცნობილი, სამგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. დღემდე მუსიკოსებს 13 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. მათ აქტივში გრემის ჯილდო და 45 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული