Thumbnail

მოუსმინეთ: თონო - როცა ხარ შენს თავში

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა მუსიკოსი, თორნიკე ზურაბიანი, ფსევდონიმით თონო, მსმენელს ახალ კომპოზიციას სთავაზობს. მუსიკოსმა საავტორო ინსტრუმენტული ნამუშევრისთვის პიანინოსა და საყვირზე თავად დაუკრა.

მოუსმინეთ: თონომ 5-ტრეკიანი ჩანაწერი "კოსმიური ტოპიარი" გამოაქვეყნა

მოუსმინეთ: თორნიკე ზურაბიანი რვატრეკიან ჩანაწერს "ნაწორში კოტრიალი" ავრცელებს

თორნიკემ სახელი პროექტით Mush One გაითქვა, რომლის ფარგლებშიც არტისტი რეჩიტატივს კითხულობს. თონო მისი ალტერ ეგოა, რომლის შემოქმედებაც ექსპერიმენტული ჟღერადობით ხასიათდება. ის ჯაზის, ფანქისა და ბოსა ნოვას სინთეზია. ამ ფსევდონიმით მუსიკოსმა სადებიუტო, რვატრეკიანი ჩანაწერი "ნაწორში კოტრიალი" 30 აპრილს გამოაქვეყნა. 5 ივნისს კი თონომ მსმენელს ახალი EP სახელწოდებით "კოსმიური ტოპიარი" შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული