Thumbnail

მოუსმინეთ: BTS ახალ კომპოზიციას Stay Gold ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ახალი კომპოზიცია Stay Gold გაავრცელა. სიმღერა ბიჭების მომავალი იაპონურენოვანი ალბომის MAP OF THE SOUL : 7 ~ THE JOURNEY ბონუს ტრეკია. სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 15 ივლისს ჩაეშვება.

BTS-ის არემი: შიშის მომგვრელია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი იქნება კონცერტების მომავალი

ნახეთ: BTS ანიმაციურ ვიდეორგოლს We Are Bulletproof: The Eternal ავრცელებს

BTS-ის შუგა კოლექტივის წევრებზე: არემი ჯონგუქს სულ პატარა ბავშვად აღიქვამს

კოლექტივმა იაპონურენოვანი ალბომის გამოშვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბოლო ალბომი Map of the Soul: 7 იაპონური ჩარტების სათავეში მოექცა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული