Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი, ჯულიანა ბერვიკი ახალ კომპოზიციას In Light და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ისლანდიური ჯგუფის Sigur Rós ვოკალისტი, იოუნსი მონაწილეობს. სინგლი ჯულიანას რიგით მეოთხე ალბომში Healing Is a Miracle შევა, რომელიც 10 ივლისს გამოიცემა.

ჯულიანა ბერვიკმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი The Magic Place გაავრცელა. მას ამ დრომდე სამი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება ემბიენთს, ავანგარდსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული