Thumbnail

მოუსმინეთ: ტიანა ტეილორის ახალ ტრეკში Lowkey ერიკა ბადუ მონაწილეობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა არენბი შემსრულებელმა, ტიანა ტეილორმა ახალი ალბომი სახელად The Album გამოაქვეყნა. სტუდიური ნამუშევრიდან მსმენელის განსაკუთრებული ყურადღება კომპოზიციამ Lowkey მიიქცია. ჩანაწერში გავლენიანი მუსიკოსი, ნეო სოულის ერთ-ერთი პიონერი, ერიკა ბადუ მონაწილეობს, რომელიც ბოლო წლებში თაყვანისმცემლებს ახალი ტრეკებით იშვიათად ანებივრებს.

მოუსმინეთ: Teyana Taylor ახალ ნამუშევარს The Album აქვეყნებს

მოუსმინეთ: ერიკა ბადუ და D'Angelo ტრეკში Behoove მონაწილეობენ

ტიანა ტეილორი მუსიკოსი, მსახიობი, მოდელი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი გახლავთ. მისი მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ ცნობილი გაერთიანების, G.O.O.D. Music-ის კომპილაციური ალბომიდან Cruel Summer გაიცნო. ჰარლემელმა მომღერალმა 2014 და 2018 წლებში სტუდიური ნამუშევრები "VII" და K.T.S.E. გამოუშვა. ამ უკანასკნელის აღმასრულებელი პროდიუსერი ქანიე ვესთი გახლავთ. 2020 წელს ნიუ იორკელმა მუსიკოსმა მსმენელს მორიგი ჩანაწერი The Album შესთავაზა. ამასთან, ტიანა ათზე მეტ მხატვრულ ფილმში მონაწილეობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული