Thumbnail

ნორა ჯონსი: მეშინოდა, რომ პოპულარობა თავს დამაკარგვინებდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ნორა ჯონსმა 2002 წელს სადებიუტო ალბომი Come Away with Me გამოუშვა, რომელმაც არტისტს საყოველთაო აღიარება, კომერციული წარმატება და გრემის პრესტიჟული ჯილდოც მოუტანა. გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში მომღერალმა კარიერის საწყისი ეტაპი გაიხსენა.

მოუსმინეთ: ნორა ჯონსი ახალ კომპოზიციას Were You Watching? ავრცელებს

მოუსმინეთ: Norah Jones - How I Weep

ნახეთ: ნორა ჯონსმა Guns N’ Roses-ის კომპოზიცია Patience დააქავერა

"კარიერის დასაწყისში ვცდილობდი, რომ მიღწეული წარმატებით სიამოვნება მიმეღო. თუმცა, პარალელურად ვშიშობდი, რომ პოპულარობა საკუთარ თავს დამაკარგვინებდა. სადებიუტო ალბომის ჩაწერისას ხმაც კი ჩამიწყდა. სტუდიაში ისეთ მუსიკოსებთან ერთად ვიყავი, რომელთაც დიდ პატივს ვცემდი, თუმცა, მათ კარგად არ ვიცნობდი. სწორედ ამიტომ თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, ვნერვიულობდი და შესაძლოა, ასეთი რამ ამის გამო დამემართა", - იხსენებს ჯონსი.

ნორა ჯონსმა მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება 9-ჯერ მოახერხა. ნორას ამ დრომდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული