Thumbnail

მოუსმინეთ: Lamb of God-მა ახალი ალბომი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა მეტალ ბენდმა Lamb of God ახალი, ჯგუფისვე სახელწოდების მქონე ალბომი გაავრცელა. ჩანაწერში 10 კომპოზიციაა წარმოდგენილი. სტუდიური ნამუშევრის გამოშვება 8 მაისს იგეგმებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მან მხოლოდ დღეს იხილა სინათლე.

ნახეთ: Lamb Of God-მა უალკოჰოლო ლუდი Ghost Walker გამოუშვა

ჯგუფს, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა, თავდაპირველად Burn the Priest უწოდეს. ამავე დასახელების სადებიუტო ალბომის გამოშვების შემდეგ კი ბენდმა Lamb of God დაირქვა. კოლექტივი ამერიკული ჰევი მეტალის ახალი ტალღის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება. მუსიკოსების ალბომებს Sacrament, Wrath, Resolution და VII: Sturm und Drang კომერციული წარმატება ხვდათ წილად. გრემიზე 5-ჯერ ნომინირებულ ჯგუფს აშშ-ში 2 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული