Thumbnail

ნახეთ: Bad Rabbits-მა კომპოზიციაზე WWYD კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ფანკ როკ ჯგუფი Bad Rabbits კომპოზიციაზე WWYD (What Would You Do?) შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. 4 წლის წინ გამოშვებულ სიმღერაზე კლიპის გადაღება კოლექტივმა აშშ-ში თეთრკანიანი სამართალდამცველის, დერეკ შოვინის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ გადაწყვიტა. სინგლი ბენდის რიგით მესამე ალბომში American Nightmare შედის, რომელიც 2016 წლით თარიღდება.

Bad Rabbits ქალაქ ბოსტონში 2007 წელს შეიქმნა. რამდენიმე ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2013 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი American Love გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე 4 სტუდიური ნამუშევარი აქვთ გამოშვებული. მათი შემოქმედება ფანკ როკსა და არენბის აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული