Thumbnail

ქალის თეთრეულის ბრენდმა Pour Moi მუსიკალური პლატფორმის Spotify მომხმარებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და იმ არტისტების ათეული შეადგინა, რომელთა კომპოზიციებსაც ადამიანები სექსის დროს ყველაზე ხშირად უსმენენ. პირველ ადგილზე კანადელი შემსრულებელი The Weeknd დასახელდა. ქალებს შორის კი ყველაზე მაღალ, მე-6 პოზიციაზე ბარბადოსელი მომღერალი, რიანა გავიდა. სიაში აგრეთვე მოხვდნენ კანადელი ჰიპ ჰოპ მუსიკოსი, დრეიქი და ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბიონსე.

ჟურნალმა People პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მუსიკოსი დაასახელა

არტისტების სრული ათეული ასეთია:

The Weeknd
Trey Songz
Usher
Drake
Jeremih
Rihanna
Beyonce
Miguel
Two Feet
PARTYNEXTDOOR

თეთრეულის ბრენდმა იმ მუსიკოსთა ნუსხაც შეადგინა, რომელთა მუსიკასაც მასტურბაციის დროს უსმენენ. სიის სათავეში ამ შემთხვევაშიც უიქენდია. ჩამონათვალში მოხვდა ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი, იოჰან სებასტიან ბახიც. ათეული კი ასე გამოიყურება:

The Weeknd
Divinyls
Post Malone
Red Hot Chili Peppers
Johann Sebastian Bach
Drake
Kanye West
Rihanna
Lana Del Rey
Green Day

კომენტარები

ბოლოს დამატებული