Thumbnail

ნახეთ: ავტომობილები, რომლებშიც Cardi B მილიონებს ხარჯავს, მაგრამ ვერ იყენებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, Cardi B-ის ცხოვრების სტილი ყოველთვიურად ათიათასობით დოლარის ხარჯს ითვალისწინებს. ბრენდული სამოსის, კოსმეტიკის, აქსესუარებისა და სამკაულების გარდა, რეპერი დიდ თანხას იხდის ფეშენებელურ სასტუმროებში დასვენებასა თუ ფუფუნების საგნების შეძენაში. მათ შორის არის მანქანების კოლექცია, რომელიც ცნობილი ბრენდების ძვირადღირებული მოდელებისგან შედგება. მის გატაცებაში არაფერი იქნებოდა უცნაური, რომ არა ფაქტი - 27 წლის მუსიკოსს მართვის მოწმობა არ აქვს და ავტომობილის უსაფრთხოდ ტარებასაც ვერ ახერხებს.

Cardi B: შეეშვით ჩემი სხეულის კრიტიკას

ავტოჟურნალმა Hotcars რეპერის ძვირადღირებულ ავტომობილებს ჯერ კიდევ 2019 წელს მოუყარა თავი. გამოცემამ მას ჰკითხა კიდეც - რატომ აგროვებს მანქანების კოლექციას, თუ მათი მართვა არ შეუძლია?

"რა თქმა უნდა, ფოტოების გადასაღებად", - ციტირებდა "ჰოთქარსი" ქარდის.

მუსიკოსი მართლაც ხშირად პოზირებს საკუთარი ავტომობილების ფონზე, თუმცა, მის კოლექციაში არსებული მანქანების ნაწილის ფოტოები ინტერნეტში არ ვრცელდება.

Lamborghini Aventador

Bentley Bentayga

Lamborghini Urus

Mercedes-AMG G 63

Rolls Royce Wraith

Mercedes Maybach

McLaren 720S Spider

Dodge Challenger

Maserati Levante

Fiat 124 Spider

Ferrari Portofino

Alfa Romeo 4C

Maserati GranCabrio

Chevrolet Corvette ZR1

Porsche Macan

Ferrari 488 GTB

Chevrolet Camaro ZL1 1LE

BMW X5

Audi R8

Bentley Mulsanne

Mercedes-AMG C 63

Fiat Abarth

Chevrolet Suburban

აღსანიშნავია, რომ გადაცემა Carpool Karaoke-ში სტუმრობისას წამყვანმა, ჯეიმს კორდენმა არტისტს ავტომობილის მართვის გაკვეთილი ჩაუტარა, რა დროსაც მედიაში არსებული ინფორმაცია გამართლდა - გრემის მფლობელ მუსიკოსს არათუ მართვის მოწმობა, არამედ ავტომობილის ტარების მცირე გამოცდილებაც კი არ აქვს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული