Thumbnail

ნახეთ: MokuMoku-ს დოკუმენტური პროექტის Mokumentary პირველი ეპიზოდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულმა ჯგუფმა MokuMoku დოკუმენტური ვიდეოების სერიის Mokumentary პირველი ეპიზოდი სახელწოდებით Detour გაავრცელა. ნამუშევარში მაყურებელი ბენდის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიაში გამართული ტურნეს ფარგლებში გადაღებულ საარქივო მასალას იხილავს.

მოუსმინეთ: MokuMoku ალბომს SoulFood Society ავრცელებს

Mokumentary #01 - 'Detour'

Mokumentary (not Mockumentary) – is the series of videos that will depict the behind the scenes footage of our international tours. “Mokumentary #01 – Detour’ is the first film of the series, that will take you back to our German Tour in Feb 2020. Produced by: Stockton • სტოქტონი Video by: Giorgi Zatiashvili Supported by: ცა - TSA Music, Visa and Lenø Records.

Posted by MokuMoku on სამშაბათი, 23 ივნისი, 2020

MokuMoku-მ 22, 24 და 26 თებერვალს კონცერტები გერმანიის 3 ქალაქში: შტუტგარტში, მიუნხენსა და ბერლინში გამართა.

MokuMoku 2012 წელს შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში ჯონდო ჯაფარიძე (DJ/MC), ტატო რუსია (MC), ცოტნე გოგიტიძე (გიტარა), მიშო ელიავა (კლავიში), სანდრო მაისურაძე (ბას გიტარა) და ალექსანდრე ხოხიაშვილი (დრამი) შედიან. კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Blues Build The Temple 2015 წელს გაავრცელა. 2018 წელს ბენდმა მადრიდში, ცნობილ ფესტივალზე Mad Cool დაუკრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული