Thumbnail

ნახეთ: Lamb of God-მა ონლაინ კონცერტი გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა მეტალ ბენდმა Lamb of God ონლაინ კონცერტი გამართა. ჯგუფის წევრებმა თავიანთი სახლებიდან 13 წუთის განმავლობაში კომპოზიციები: Checkmate, New Colossal Hate და Laid to Rest შეასრულეს.

მოუსმინეთ: Lamb of God-მა ახალი ალბომი გაავრცელა

ნახეთ: Lamb Of God-მა უალკოჰოლო ლუდი Ghost Walker გამოუშვა

ჯგუფს, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა, თავდაპირველად Burn the Priest უწოდეს. ამავე დასახელების სადებიუტო ალბომის გამოშვების შემდეგ კი ბენდმა Lamb of God დაირქვა. კოლექტივი ამერიკული ჰევი მეტალის ახალი ტალღის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება. მუსიკოსების ალბომებს Sacrament, Wrath, Resolution და VII: Sturm und Drang კომერციული წარმატება ხვდათ წილად. გრემიზე 5-ჯერ ნომინირებულ ჯგუფს აშშ-ში 2 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული