Thumbnail

ნახეთ: Sun Ra Arkestra კომპოზიციის Seductive Fantasy განახლებულ ვერსიას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჯაზ კოლექტივი Sun Ra Arkestra კომპოზიციის Seductive Fantasy განახლებულ ვერსიას და მასზე შექმნილ ანიმაციურ ვიდეოს აქვეყნებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში A Song for the Sun შევა, რომელსაც გაერთიანება, 21-წლიანი პაუზის შემდეგ, ახლო მომავალში გაავრცელებს.

ჯაზ კოლექტივი The Arkestra ჰერმან პულ ბლაუნტმა, იგივე Sun Ra-მ 1950-იან წლებში შექმნა. სან რას სიცოცხლეში გაერთიანებამ ასამდე ნამუშევარი გაავრცელა. 1993 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ექსპერიმენტულ ჯაზ პროექტს სათავეში საქსოფონიტსები: ჯონ გილმორი და მარშალ ალენი ჩაუდგნენ. 1999 წელს მუსიკოსებმა ჯგუფს Sun Ra Arkestra უწოდეს და სტუდიური ალბომი Song for the Sun გამოსცეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული