Thumbnail

არქივი: ირაკლი ჩარკვიანი - როგორც ჩანს (1994)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

ირაკლი ჩარკვიანი საქართველოს ტელევიზიის ეთერში კომპოზიციას "როგორც ჩანს" ასრულებს. სიმღერა ლეგენდარული მუსიკოსის მიერ 2001 წელს გამოშვებულ რიგით მესამე სტუდიურ ალბომში "ამო" შედის. 1994 წლის საკონცერტო ჩანაწერში მისი ჯგუფის შემადგენლობაში უკრავენ: კოტე ბათმანიდი (ბასი) და დათო "კაკადუ" მაჭავარიანი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 

მეფე - როგორც ჩანს (LIVE 1994)

"როგორც ჩანს" - 1994 წლის ცოცხალი შესრულება ვიდეო მოძიებულია popmusic - ის მიერ მუსიკა / ტექსტი: მეფე / ხალხური (ჩაკრულო) ვოკალი / გიტარა: მეფე ბასი: კონსტანტინე ბათმანიდი დრამი: დავით მაჭავარიანი შესულია 2001 წლის ალბომში "ამო"

Posted by ირაკლი ჩარკვიანი (მეფე) on ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2020

ირაკლი ჩარკვიანმა მუსიკალური კარიერა 1976 წელს ჯგუფ "არიშთან" ერთად დაიწყო. 1990-იანი წლების დასაწყისში უკრავდა ბენდებში "ტაქსი" და "საბავშვო მედიცინა". 1993 წელს გერმანიაში ჩაიწერა მისი სადებიუტო სოლო ალბომი Svan Songs. არტისტმა, რომელმაც 2004 წლიდან ფსევდონიმით "მეფე" მოღვაწეობდა, სიცოცხლეში 4 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო. გამოცემული აქვს აგრეთვე მოთხრობების კრებული "ძველი სათამაშოები" და რომანი "მშვიდი ცურვა". ირაკლი ჩარკვიანი 2006 წელს 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის მიერ შექმნილი უკანასკნელი კომპოზიციები მისი სიკვდილის შემდეგ ორ ალბომად გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული