Thumbnail

მაილი საირუსს ინსტაგრამზე ფოტოს გამოქვეყნებისთვის უჩივიან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელ პოპვარსკვლავ მაილი საირუსს ფოტოგრაფი ფსევდონიმით Chosen Figure სურათის გამოქვეყნებისთვის უჩივის. მამაკაცი მუსიკოსს ფოტოს მოპარვასა და სოციალურ ქსელში უნებართვოდ განთავსებაში ადანაშაულებს. კადრი მიმდინარე წელს ნიუ იორკის Fashion Week-ზე, Marc Jacobs-ის ჩვენების დასრულების შემდეგაა გადაღებული.

მაილი საირუსმა გაიხსენა, რა დაემართა, როდესაც ბრიტნის I Love Rock ’n’ Roll მოისმინა

ნახეთ: მაილი საირუსმა Pink Floyd-ის ჰიტი Wish You Were Here შეასრულა

სურათმა, რომელიც მაილიმ ინსტაგრამზე 12 თებერვალს ატვირთა, 2 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა. ამჟამად აღნიშნული ფოტო წაშლილია.

"მაილიმ ფოტო სოციალურ ქსელში საკუთარი თავის პოპულარიზაციის მიზნით განათავსა. თუმცა, მას კადრის ავტორისგან ნებართვა არ მიუღია", - აცხადებს მომჩივანის ადვოკატი, რიჩარდ ლიებოვიცი.

ფოტოგრაფი არტისტისგან კომპენსაციის სახით 150 000 აშშ დოლარს მოითხოვს. თავად მაილის ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია WreckingBall ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული