Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიქმა Nirvana-ს კომპოზიცია Come As You Are შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა ლეგენდარული ჯგუფის Nirvana ჰიტის Come As You Are ქავერ ვერსია გაავრცელა. არტისტმა კომპოზიცია ინსტაგრამის მომხმარებელს მეტსახელად gorditogabrielito-ს მიუძღვნა, რომელმაც ბლეიქს ხსენებული სიმღერის შესრულება სთხოვა.

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ჯონი მიტჩელის კომპოზიცია A Case of You ონლაინ შეასრულა

ნახეთ: James Blake - You're Too Precious

Come as You Are 1991 წელს გამოიცა. სინგლი ბენდის რიგით მეორე ალბომში Nevermind შედის, რომელიც ამავე წელს გავრცელდა.

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი, ტრევის სკოტი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Assume Form საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში გრემიზე იყო წარდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული