Thumbnail

ნახეთ: Halsey და Marshmello კომპოზიციის Be Kind კლიპს ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჰოლზი და პროდიუსერი Marshmello პირველ ერთობლივ კომპოზიციაზე Be Kind გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. კლიპზე რეჟისორმა, ჰანა ლუქს დევისმა იმუშავა, ქორეოგრაფია დანი ვიტალის ეკუთვნის, მაკიაჟზე კი 25 წლის მომღერალმა თავად იზრუნა.

Halsey: ჩემს კარიერაში ეს ყველაზე უცენზურო სიმღერაა

ნახეთ: Marshmello - Tongue Tied Ft. Yungblud & Blackbear

როგორც გამოცემა NME პრესრელიზზე დაყრდნობით წერს, კარანტინის რეჟიმის გამო არტისტს საცეკვაო მოძრაობების ათვისება ვიდეოზარის, FaceTime-ის საშუალებით მოუხდა.

კრისტოფერ ქომსთოქმა, ფსევდონიმით Marshmello, მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ის თავდაპირველად სხვადასხვა ცნობილ კომპოზიციას არემიქსებდა. არაერთი ჰიტის ავტორს ამ დრომდე 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 2018 წელს MTV EMA-ზე მარშმელოუმ წლის საუკეთესო ელექტრონული არტისტის სტატუსი დაიმსახურა.

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. ბოლო ჩანაწერი Manic ჰოლზიმ 2020 წლის იანვარში გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული