Thumbnail

სიქსნაინი: 34 დღეში მე, ნიუ იორკის მეფე ქუჩას დავუბრუნდები

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

შინაპატიმრობაში მყოფმა პოპულარულმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა მორიგი ტრეკი და მასზე გადაღებული კლიპი დააანონსა. რეპერის თქმით, ახალი ნამუშევარი 3 ივლისს გამოქვეყნდება.

6ix9ine: მინდა, 50 Cent-თან ვიმუშავო და მისი ტრეკის Many Men რემიქსი ჩავწერო

6ix9ine-ის ადვოკატი: ტეკაშის მოკვლას დაჯგუფების ახალი წევრები შეეცდებიან

"დაახლოებით 34 დღეში ჩემი შინაპატიმრობის ვადა ამოიწურება და ნიუ იორკის მეფე ქუჩებს დაუბრუნდება. მანამდე ახალ ტრეკსა და მასზე შექმნილ კლიპს შემოგთავაზებთ, რომელსაც 3 ივლისს გამოვაქვეყნებ. შინაპატიმრობის პირობებში არაერთი რეკორდის მოხსნა შევძელი. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გავრცელებულმა GOOBA-მ პლატინის სტატუსი დაიმსახურა, TROLLZ კი ბილბორდის ცხელი ასეულის ლიდერია. ამ დროის განმავლობაში ყველა ვიდეორგოლი ჩემს ოთახში გადავიღე. ახლა კი წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც მე გარეთ გასვლის უფლება მომეცემა", - განაცხადა ნიუ იორკელმა.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც ჰიპ ჰოპ არტისტების ნაწილმა მას "ჩამშვები" და "ვირთხა" უწოდა. სასამართლომ რეპერს საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სიქსნაინი ციხიდან აგვისტოში უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა, სასჯელაღსრულების დაწესებულება კორონავირუსის საფრთხის გამო 3 აპრილს დატოვა, დარჩენილ თვეებს ის სახლში გაატარებს. შინაპატიმრობის დასრულების შემდეგ არტისტს 5-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა, 300 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმის სახით 35,000 დოლარის გადახდა მოუწევს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული