Thumbnail

კეიპოპ არტისტები, რომლებიც 2020 წელს გუგლში ყველაზე მეტჯერ მოძებნეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრი, ჯონგუქი, 2020 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, გუგლში ყველაზე მეტჯერ მოძებნილი კეიპოპ არტისტია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საძიებო სისტემა ავრცელებს.

ნახეთ: საუკეთესო კეიპოპ არტისტების გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარეს

BTS-ის შუგა კოლექტივის წევრებზე: არემი ჯონგუქს სულ პატარა ბავშვად აღიქვამს

BTS-ის ჯონგუქის ნამუშევარმა Never Not ტვიტერზე რამდენიმე რეკორდი დაამყარა

აღსანიშნავია, რომ ჯონგუქს "ბითიესის" წევრები, ვი, ჯიმინი და შუგა მოსდევენ, მეხუთე ადგილზე კი გოგონათა ჯგუფის BlackPink წევრი ლისაა.

ჯონგუქმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს, BTS-ში მოღვაწეობით დაიწყო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. კოლექტივში მოღვაწეობის პარალელურად ჯონგუქი სოლო ჩანაწერებსაც ავრცელებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული