Thumbnail

ნახეთ: წონაში დაკლების შემდეგ ადელი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, ადელმა ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ მათგანში მომღერალი Glastonbury-ზე საკუთარი გამოსვლის ვიდეოჩანაწერის ფონზე ცეკვავს. 32 წლის არტისტს ცნობილი ფრანგული ბრენდის, Chloé-ს კაბა აცვია, რომლითაც 2016 წელს სწორედ ამ ფესტივალის სცენაზე წარდგა.

ადელის ფიტნეს ინსტრუქტორი საუბრობს, როგორ შეძლო მუსიკოსმა წონაში დაკლება

პლასტიკური ქირურგები აფასებენ, რა პროცედურებს მიმართა Adele-მა ფორმების შესაცვლელად

"5 ჭიქა სიდრის ზემოქმედების ქვეშ", - ასათაურებს არტისტი პოსტს.

View this post on Instagram

5 ciders in 👌🏻

A post shared by Adele (@adele) on

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის შემდეგ ადელის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მომღერალი შარშან ქმარს, საიმონ კონეცკის დაშორდა, რომელთანაც 7-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ადელი ჭარბ წონას წლების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა, მისი სხეულის ტრანსფორმაცია სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული გახდა თვალშისაცემი. არსებული ინფორმაციით, მან ჯამში 25 კილოგრამამდე დაიკლო.

ადელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. 2013 წელს ფილმისთვის Skyfall დაწერილი კომპოზიციისთვის მას ოსკარისა და ოქროს გლობუსი ჯილდოები გადაეცა. 15 გრემის მფლობლ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 120 მილიონზე მეტი ჩანაწრი აქვს გაყიდული. არტისტს სულ სამი ალბომი აქვს გამოცემული, აქიდან ორმა, "21" და "25" ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 2012-16 წლებში ჟურნალმა Time ის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. პოპვარსკვლავს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Rolling in the Deep, Someone Like You და Hello მოუტანა, სამივე კომპოზიციაზე გადაღებულმა კლიპებმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვები დააგროვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული