Thumbnail

BLACKPINK-მა იუთუბზე BTS-ის რეკორდი მოხსნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, BLACKPINK-ის ახალგავრცელებულმა ვიდეორგოლმა How You Like That ატვირთვიდან 24 საათში იუთუბზე 82,4 მილიონი ნახვა დააგროვა. ამ შედეგით გოგონათა კოლექტივმა ბოიბენდ BTS-ის რეკორდი მოხსნა, რომლის კლიპიც Boy With Luv ანალოგიურ დროში, ვიკიპედიის თანახმად, 74,6 მილიონჯერ ნახეს.

კეიპოპ არტისტები, რომლებიც 2020 წელს გუგლში ყველაზე მეტჯერ მოძებნეს

ნახეთ: საუკეთესო კეიპოპ არტისტების გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარეს

აღსანიშნავია, რომ მანამ 2019 წლის აპრილში "ბითიესი" ზემოხსენებულ მუსიკალურ ვიდეოს გაავრცელებდა, პირველ 24 საათში ყველაზე მეტი ნახვა სწორედ "ბლექფინქს" ჰქონდა დაგროვებული კლიპით Kill This Love.

კორეელმა გოგონებმა ახლახან იუთუბზე კიდევ ერთი რეკორდი მოხსნეს. ნამუშევრის DDU-DU DDU-DU ნახვებმა 1,2 მილიარდი შეადგინა და კეიპოპ ჯგუფის მიერ გადაღებული ყველაზე მეტი ნახვის მქონე ვიდეორგოლის სტატუსიც მოიპოვა.

მუსიკალური ტელეარხის, Mnet-ის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული ჯგუფი BLACKPINK სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე, გოგონათა კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომლის კომპოზიციამ იუთუბზე მილიარდი მოსმენა დააგროვა.

ხოლო BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული