Thumbnail

Tekashi 6ix9ine-მა ტრეკით TROLLZ ანტირეკორდი დაამყარა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, ტეკაში სიქსნაინისა და ნიკი მინაჟის ერთობლივმა კომპოზიციამ TROLLZ ბილბორდის ცხელ ასეულში ანტირეკორდი დაამყარა. განახლებული მონაცემების თანახმად, ტრეკმა ჩარტის ისტორიაში რეკორდული ვარდნა აჩვენა და პირველი პოზიციიდან 34-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

► ნახეთ: ტეკაში Future-ს, Meek Mill-ს და სხვებს ჩარტებში წარუმატებლობის გამო დასცინის

► Youtube: სიქსნაინმა Trollz-ით რეკორდი ვერ მოხსნა, რადგან ფასიანი რეკლამა გამოიყენა

ტეკაშიმ და ნიკიმ კომპოზიცია 12 ივნისს გამოუშვეს. ტრეკზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 46 მილიონი ნახვა დააგროვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეპერმა ამ მაჩვენებელს ფასიანი რეკლამების საშუალებით მიაღწია. იუთუბი კი ნახვებს ბმულზე გადასვლის, ძებნის ველის გამოყენებისა და სხვადასხვა ვებგვერდზე გალინკვების შემთხვევაში ითვლის. შესაბამისად მუსიკალური პლატფორმის ადმინისტრაციამ სიქსნაინს რეკორდი არ ჩაუთვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული