Thumbnail

50 Cent: ემინემი მსოფლიოში საუკეთესო რეპერია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, კურტის ჯექსონის, ფსევდონიმით 50 Cent, 2003 წლის კომპოზიციამ Patiently Waiting, რომელშიც ეპოქალური ემსი, ემინემი მონაწილეობს, მუსიკალურ პლატფორმა Spotify-ზე 100 მილიონი მოსმენა დააგროვა. ამ შედეგს 50 ინსტაგრამზე გამოეხმაურა და ემინემის მიმართ პატივისცემა საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოხატა:

ნახეთ: 50 Cent-ს ჰკითხეს, ერთი პირბადე რომ ჰქონდეს, ემინემს მისცემდა თუ დრეს

Eminem: რთულ მომენტებში 50 Cent მუდამ მხარში მედგა

"ჩემი და ემინემის ერთობლივი ნამუშევარი ყოველთვის გაამართლებს. ის მსოფლიოში საუკეთესოა, თუმცა, მეც არამიშავს", - დაწერა კურტისმა სოციალურ ქსელში.

ტრეკი Patiently Waiting კოლეგების ერთ-ერთი პირველი კოლაბორაციული ჩანაწერია. ის კურტისის 2003 წლის ცნობილ ალბომში Get Rich Or Die Tryin' არის წარმოდგენილი. კომპოზიციის პროდიუსერი თავად ემინემია.

კურტისის წარმატებულ კარიერაში დიდი წვლილი სწორედ ემინემსა და დოქტორ დრეს მიუძღვით. ნიუ იორკელმა მარშალ მეზერსის ყურადღება 2002 წელს გავრცელებული კომპილაციური ნამუშევრით Guess Who's Back? მიიქცია. შემდეგ კი საქმეში "ექიმიც" ჩაერთო, რომელიც ბრილიანტის სტატუსის მფლობელი სადებიუტო ალბომის Get Rich Or Die Tryin' პროდიუსერად მოგვევლინა. ქუინსელისა და დეტროიტელის ერთობლივი პოპულარული კომპოზიციებია You Don`t Know, My Life და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული